კბილების ამოჭრის პროცესი საკმაოდ დისკომფორტს აყენებს ბავშვს რადგან თან ახლავს ღრძილების შეშუპება და ტკივილის შეგრძნება.
- ქავილის მოსახსნელად და ამოჭრის პროცესის დასაჩქარებლად რეკომენდირებულია სპეციალური სათამაშოები, ისინი მექანიკურად ამცირებენ ქავილს და დისკომფორტის შეგრძნებას.
- თუ ბავშვი 6 თვეზე მეტის არის მაშინ შეგვიძლია მივცეთ გრილი საკვები, მაგალითად ხილფაფა რათა მოვხსნათ ღრძილების დისკონფორტი.
- ღრძილების ქავილი და შეშუპება შეგვიძლია მოვხსნათ გაგრილებული სტაფილოს საშუალებით.
- ღრძილების ქავილის და ტკივილის დროს შეიძლება მოხდეს პირის ღრუს დამუშავება ცივი საფენის საშუალებით.
- მომატებული ნერწყვდენის შემთხვევაში , ნიკაპის გაღიზიანება რომ ავიცილოთ თავიდან , საჭიროა დავამუშაოთ მცენარეული ზეთით ან ნებისმიერი საკვები ცხიმით რომელიც არ გამოიწვევს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას.
სამწუხაროდ ხალხური საშუალებები გამოირჩევა დაბალი ეფექტურობით და დროებითი ეფექტს გვაძლევს. ვიბურკოლის სანთელი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და მისი საშუალებით შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ კბილების ამოჭრასთან დაკავშირებით წარმოშობილი სირთულეების გადალახვაში.
- პრეპარატი ეხმარება ტემპერატურის ნორმალიზებაში და ანთების მოხსნაში.
- ვიბურკოლი ხსნის კბილების ამოჭრასთან დაკავშირებულ აგზნებას და ტკივილს.
- ვიბურკოლის გამოყენება შესაძლებელია დაბადებიდან.