გაციება – ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ხოლო სურდო ყველაზე გავრცელებული სიმპტომი.
ვირუსის მიერ, ხორციელდება ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება და ვითარდება სურდო. ლორწოვანის ანთების შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის გაძლიერება, რის შედეგადაც ლორწოვანი გარსი ხდება შეშუპებული და მატულობს სეკრეტის გამომუშავება.
სურდოს ტიპები ბავშვებში:
საინკუბაციო პერიოდი რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო დაავადების მიმდინარეობა სამ სტადიად დაიყოს: გაღიზიანების სტადია, ვირუსის ან ბაქტერიის შეჭრის შედეგად ხდება ლორწოვანის გაღიზიანება, რის შედეგადაც ბავშვს უვითარდება სიმშრალის, წვის შეგრძნება ცხვირში. ამ სტადიის დაჭერა რთულია, რადგან ხშირად მშობელი ვერ ამჩნევს არსებულ სიმპტომებს, ხოლო ბავშვი ვერ გადმოსცემს თავის შეგრძნებებს.
სერიოზული სტადია. ცხვირის ლორწოვანი იწყებს სეკრეტის გაძლიერებულ გამომუშავებას, რის შედეგადაც მწვავდება პირველი სტადიის სიმპტომები. არსებულ სიმპტომებს ემატება ცხვირის გაჭედილობა და სუნთქვის გაძნელება. ლორწოვანის გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრემლდენა. ამ ეტაპზე მშობელი ხვდება რომ მის პატარას აქვს პრობლემა.
ჩირქოვანი გამონადენის სტადია. ამ ეტაპზე სეკრეტის კონსისტენცია იცვლება, ხდება ბლანტი და არასასიამოვნო სუნის მქონე. ეს პროცესი დაკავშირებულია ორგანიზმის იმუნურ მდგომარეობასთან.
ყველაზე გავრცელებული სურდოს სახეობა, რომლის გამომწვევი არის ვირუსი. რინიტის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს სინუსიტი, ადენოიდები, ტემპერატურული ცვლილებები და დაბინძურებული ჰაერი.
მწვავე რინიტი სამივე სტადიას მოიცავს და სწრაფად პროგრესირებს. ბავშვს ამ დროს აწუხებს თავის ტკივილი, ცემინება და შემცივნება.
მისი მიმდინარეობა მსგავსია მწვავე ფორმისა თუმცა სიმპტომები შედარებით ნაკლებად არის გამოხატული. აღენიშნება გაჭედილობა და გამონადენის არსებობა, გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა. ბავშვს უწევს პირით სუნთქვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყურვილის შეგრძნება. ქრონიკული რინიტი შეიძლება განავითაროს მწვავე პროცესის არასწორმა მკურნალობამ, ჰორმონალურმა და ენდოკრინოლოგიურმა დარღვევებმა.
- წიაღების გამორეცხვა იზოტონური ხსნარით
- ცხელი აბაზანები
- ფიზიოთერაპია
- ინჰალაცია
სინუსიტი – წიაღების ანთებითი პროცესი, ვირუსული ინფექციით გამოწვეული.
სინუსიტის და მრვის მსგავსი სიმპტომები აქვს. ბავშვი კარგავს მადას და აღენიშნება ტემპერატურის მომატება. ამას თან ერთვის ცხვირის გაჭედილობა, გამონადენი რომელიც შეიძლებდა შეიცავდეს სისხლს, თავის ტკივილი და ხველა.
თავის ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს თავის დახრის დროს, ნესტოებზე აღინიშნება სიწითლე და მომატებული აღგზნებადობა.
მწვავე სინუსიტი – მრვის არასრულფასოვანი მკურნალობის შემთხვევაში ბავშვი ავადდება. ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესი გადადის წიაღებზე და ხდება პროცესის გახანგრძლივება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე.
მწვავე მორეციდივე სინუსიტი – თუ ბავშვს აღენიშნება იმუნური სისტემის დაქვეითება, რეციდივების სიხშირე მატულობს წელიწადში 2-3 ჯერ რაც არ წარმოადგენს ქრონიკულ ფორმას.
ქრონიკული სინუსიტი – თუ პროცესი გაიწელება 3 თვეზე მეტი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ ქრონიკულ ფორმაზე.
სინუსიტის მკურნალობა რინიტის მკურნალობასთან მიმსგავსებულია. ვინაიდან წიაღებში მიმდინარეობს პათოლოგიური პროცესი, მკურნალობა უნა დაიწყოს მათი გამონთავისუფლებით, ანთებითი პროცესის ბლოკირებით და ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებით.
როგორ დავიცვათ თავი სეზონური გაციებებისაგან?
საჭიროა ჩავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, ვიდრე ვუმკურნალებთ დაავადებას, რადგან ორგანიზმს დიდი ძალისხმევა სჭირდება დაავადებასთან საბრძოლველად.
ზამთრის პერიოდში ბავშვი ძირითად დროს ატარებს დახურულ სივრცეში, ამიტომ საჭიროა ყოველდღიურად ამ სივრცის განიავება და ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება. თუ ტემპერატურა დაბალი იქნება, შესაძლოა ბავშვი გაცივდეს, თუ პირიქით მაღალია, არის რისკი ლორწოვანის გამოშრობის, რაც შეიძლება გახდეს პათოგენებისათვის სასურველი გარემო.
კვების რაციონი ასევე მნიშვნელოვანია მყარი იმუნიტეტისთვის. ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს ხილს და ბოსტნეულს ყოველდღიურად.
- სპრეი ანოტივებს ლორწოვან გარსს და ეხმარება ბარიერულ ფუნქციას.
- სპრეის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში
- ეუფორბიუმ კომპოზიტუმი მოქმედებს დაავადების მიზეზზე და არა მარტო სიმპტომზე.